ბათუმში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, დაჭრილია გარდაცვლილის ძმაც. შემთხვევა 8 ოქტომბერს მოხდა, ინფორმაცია კი დღეს გავრცელდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.