ბათუმში, ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ღამის კლუბთან მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება ორ ახალგაზრდას შორის მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც 30 წლამდე კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.