ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს ქვები დაუშინეს. შემთხვევის შედეგად ჩამსხვრეულია შუშა.
ადგილობრივი გამოცემა ბათუმელების ცნობით, ეს იმ დროს მოხდა, როცა აჭარის მთავრობის სახლის წინ აქცია იმართებოდა, ამიტომაც ოფისში არავინ იყო და არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე უკვე დაიწყეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
დღესვე, გლდანში გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა მელიას ოფისზე თავდასხმა მოხდა. ფორმულას ენმ-ში განუცხადეს, რომ დაახლოებით 06:00 საათზე ოფისს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს. დამწვარია ოფისის ნაწილი.