logo
ENG



ბათუმში იუსტიციის სახლი დროებით დაიკეტა - ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

08 სექ 202012:13
3 წუთის საკითხავი
 
zimimbbwug9ccx3.jpg

აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის თქმით, ბათუმში 21 დადასტურებული შემთხვევიდან, 1 იუსტიციის სახლის თანამშრომელია. როგორც შავიშვილი აცხადებს, ამ დროისთვის ბათუმში იუსტიციის სახლი დახურულია და შენობას დეზინფექცია უტარდება.

რაც შეეხება დანარჩენ თანამშრომლებს, შავიშვილის განცხადებით, მათ ტესტირება ჩაუტარდებათ და ის პირები, რომლებსაც ტესტზე უარყოფითი პასუხი ექნებათ მუშაობას გააგრძელებენ.

"ერთი დადასტურებული შემთხვევა გახლავთ იუსტიციის სახლის თანამშრომელი. გუშინ ღამით მოხდა მთლიანად შენობის დეზინფექცია. მოიაზრება დანარჩენი თანამშრომლის ტესტირება. ვისაც დაუდასტურდება, რომ არის ნეგატიური და ყველაზე ნაკლებ შემხებლობაში იყო ამ პიროვნებასთან, ისინი გააგრძელებენ მუშაობას. იუსტიციის სახლი დახურულია",-აცხადებს რუსუდან შავიშვილი.

დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი - 45 შემთხვევა გამოვლინდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, აჭარა უკვე წითელი ზონაა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება სერიოზულია. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 1729 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1321 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.


close დახურვა