ბათუმში ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 4 პაციენტიდან ერთ-ერთი 40 წლის ქალია. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, ქალი ბათუმის სამედიცინო ცენტრში გუშინ, 19 ოქტომბერს 00:46 საათზე შეიყვანეს, 20:30 საათზე კი გარდაიცვალა.
სამინისტროს ცნობით, ქალს კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები: ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ჭვალი, ასევე თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი და თანდაყოლილი ცერებრული დამბლა ჰქონდა.
მათივე ინფორმაციით, დღე-ღამეში გარდაცვლილია 82 წლის ქალი, 62 წლის ქალი და 65 წლის კაცი.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 19 857 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 666 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 158 კი გარდაიცვალა.