logo
ENG



ბათუმში მერიის შენობაზე სტიკერები, წარწერით მონა გააკრეს

05 დეკ 201917:26
3 წუთის საკითხავი
 
f068jtteo5bl13a.png

ხმაური იყო დღეს ბათუმის მერიის შენობასთან. სამართალდამცავები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას" წევრებს დაუპირისპირდნენ.

ბათუმის მერიასთან შეკრებილები მოითხოვენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატთან, მუხრან ვახტანგაძესთან შეხვედრას, რომლის ბიუროც მერიის შენობაშია. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად მერიის შენობაზე სტიკერები, წარწერით „მონა“ გააკრეს.


close დახურვა