ბათუმში სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავს დაესხნენ. ადგილობრივი გამოცემა ბათუმელები წერს, რომ შემთხვევა 19 აგვისტოს დილით, 9 საათზე, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილი ქუჩების გზაჯვარედინზე მოხდა.
ამავე გამოცემასთან საუბარში დაზარალებული კაცი ჰყვება, რომ თავდამსხმელმა თავში ჩაარტყა აგური ან რკინის საგანი, თანხის წაღება კი ვერ მოახერხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის დეტალებზე არ საუბრობენ. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.