ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.
მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად, სამარშუტო ტაქსი ამობრუნდა და მუნიციპალურ ავტობუსს დაეჯახა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორმულას“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.