ბათუმში 42 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, გამოძიების ფარგლებში ძალადობის ბრალდებით 1 ადამიანია დაკავებული. მათი თქმით, გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები და ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ქალს ძალადობის კვალი აღენიშნება. გარდაცვლილი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში გადაასვენეს.