logo
ENG



ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს

24 თებ 202207:43
3 წუთის საკითხავი
 
ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში ომის დაწყებას ეხმაურება და ამბობს, რომ მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს.

მანვე დაამატა, რომ სიტუაციას თეთრი სახლიდან დააკვირდება და დიდი შვიდეულის ლიდერებს შეხვდება, სანამ რუსეთისთვის "შემდგომი შედეგების" შესახებ გამოაცხადებს.

ბაიდენი ამბობს, რომ ნატოს მოკავშირეებისგან იქნება ძლიერი, საერთო პასუხი, რაც შეაკავებს ნებისმიერ აგრესიას მისი წევრების მიმართ.

"პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარ განზრახული ომი, რაც სიცოცხლის კატასტროფულ დანაკარგს და ადამიანთა ტანჯვას გამოიწვევს. მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და ვგრევაზე, რასაც ეს ომი მოიტანს და აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები უპასუხებენ ერთიანი და გადამწყვეტი გზით. მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს".

ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო. ამ წუთებში აფეთქების ხმები ისმის დედაქალაქ კიევში, ასევე, ხარკოვში, ოდესასა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.


close დახურვა