logo
ENG



ბაიდენი: ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იმაზე უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე

17 აგვ 202417:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/17/gx0offqk6bra584.jpg

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი.

"ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან იმაზე უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. ჩვენ ისრაელში სახელმწიფო მდივანს ვაგზავნით, რათა შეთანხმების მისაღწევად ინტენსიური ძალისხმევა განვაგრძოთ", - აღნიშნა ბაიდენმა. 

ბაიდენმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის ნეთანიაჰუს ესაუბრა და დაჰპირდა, რომ ისრაელს ირანის საფრთხისგან დაიცავს. ირანი ჰამასის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და ისრაელის მთავარი მტერია.

31 ივლისს, ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია მოკლეს.

ჰამასის განცხადებით, ჰანია თეირანში, მისსავე რეზიდენციაში, ისრაელის მიერ დაგეგმილი თავდასხმის შედეგად მოკლეს, მას შემდეგ, რაც ის ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის მხრიდან კომენტარი არ კეთდება, მის მიმართ აშკარა ეჭვი არსებობს. ისრაელმა ომის დაწყების დღიდანვე ჰამასის ლიდერების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო.

 

close დახურვა