logo
ENG



ბაიდენი ბუჩაზე: ეს ომის დანაშაულია, სასამართლო პროცესი უნდა ჩატარდეს

04 აპრ 202219:49
3 წუთის საკითხავი
 
ბაიდენი ბუჩაზე: ეს ომის დანაშაულია, სასამართლო პროცესი უნდა ჩატარდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის ქალაქ ბუჩაში განვითარებულ მოვლენებს "ომის დანაშაული" უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი უნდა ჩატარდეს.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ის რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს.

"თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ გამაკრიტიკეს, როცა პუტინს სამხედრო დამნაშავე ვუწოდე. მაგრამ, სიმართლე ისაა, რაც ახლა ბუჩაში მოხდა. ეს დადასტურდა - ის სამხედრო დამნაშავეა. მაგრამ ჩვენ უნდა შევკრიბოთ ინფორმაცია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის საჭირო იარაღის მიწოდება. ჩვენ უნდა გავიგოთ ყველა დეტალი, რათა სამხედრო დამნაშავის სასამართლო პროცესის ჩატარება რეალური გახდეს. ეს კაცი, სასტიკია და რაც ბუჩაში მოხდა ამის დასტურია და ეს ყველამ ნახა", - აღნიშნა მან.

კითხვაზე არის თუ არა ბუჩაში განვითარებული მოვლენები "გენოციდი", ბაიდენმა უპასუხა: "არა, მგონია, რომ ეს სამხედრო დანაშაულია".

გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი მოკლული იპოვეს.


close დახურვა