ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს შესაძლებლობას ამერიკის ჯარის ბიუჯეტიდან უკრაინის დასახმარებლად დაახლოებით 200 მილიონი დოლარი გამოიყენოს. ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც Bloomberg-ი წერს, ბაიდენი ამ თანხის გამოყენების შესაძლებლობაზე ფიქრობს, რადგან დახმარების უფრო დიდი პაკეტი ამ დროისთვის კონგრესის მიერაა დაბლოკილი.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ამ თანხის გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა კრიტიკული შეიარაღების შესაძენად, ასევე სხვადასხვა ხელსაწყოების, რადგან უკრაინას ამ ეტაპზე საარტილერიო ნაღმების დეფიციტი აქვს.
"პენტაგონის რეზერვებიდან მცირე თანხის გამოყენების შესაძლებლობის განხილვა ხაზს უსვამს იმას, რომ თეთრი სახლი ძალისხმევას არ იშურებს, რათა უკრაინისთვის დახმარება მოიძიოს. თუმცა შესაძლო დაფინანსება მაინც მიზერულია იმის ფონზე, თუ რა თანხა მოითხოვა კონგრესისგან ბაიდენმა - საუბარია 61 მილიარდ დოლარზე მეტი", - წერია Bloomberg-ის პუბლიკაციაში.
ცნობილია, რომ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის საკითხი, მას შემდეგ განიხილება, რაც კონგრესი ფედერალური ხელისუფლების დაფინანსების საკითხს გადაწყვეტს.