ჯო ბაიდენის და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა.
თეთრი სახლის განცხადებით, ბაიდენმა ზელენსკის უთხრა, რომ აშშ უკრაინას $500 მილიონიან პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს.
ზელენსკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ მათ საბრძოლო ვითარებასა და მოლაპარაკებებზე ილაპარაკეს.
"ვისაუბრეთ კონკრეტულ თავდაცვით დახმარებაზე, ასევე, სანქციების ახალ, გაძლიერებულ პაკეტზე, მაკრო საფინანსო და ჰუმანიტარულ დახმარებაზე". - თქვა ზელენსკიმ.
საბიუჯეტო დახმარება საჭიროა ხელფასების გადახდისა და სხვა საკითხებისთვის.
"მხარეებმა განიხილეს, როგორ მუშაობს აშშ, რათა უკრაინას გაუწიოს ის ძირითადი დახმარება, რომელიც ქვეყანამ უსაფრთხოებისთვის მოითხოვა.
განიხილეს მიწოდებული იარაღის კრიტიკული გავლენა კონფლიქტზე და აშშ-ის განგრძობადი ძალისხმევა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, იმუშაონ დამატებით შესაძლებლობებზე, დაეხმარონ უკრაინას, დაიცვას თავისი ქვეყანა". - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.