logo
ENG



ბაიდენი ისრაელსა და ჰეზბოლას ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

30 სექ 202423:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/30/163mc7f3ep9iyjw.png

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჰეზბოლასა და ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია ისრაელის მხრიდან ლიბანში შესაძლო სახმელეთო ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით და რას ფიქრობდა ამაზე, რაზეც ბაიდენმა უპასუხა:

"მე იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე თქვენ შეიძლება იცოდეთ. ჩემთვის უფრო მისაღებია, რომ ისინი შეჩერდნენ. ჩვენ ცეცხლის შეწყვეტას ახლავე უნდა მივაღწიოთ" - თქვა ბაიდენმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ ისრაელმა შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ ლიბანში მცირემასშტაბიან სახმელეთო ოპერაციებს გეგმავს.


close დახურვა