logo
ENG



ბაიდენი რუსეთში ელჩის კანდიდატად ლინ ტრეისს წარადგენს

21 სექ 202210:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/21/95a1m5wnu5kzv0n.jpg

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთში ელჩის კანდიდატად ლინ ტრეისს წარადგენს. ამჟამად ტრეისი სომხეთში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელია.

მოსკოვში ელჩის თანამდებობა 4 სექტემბრის შემდეგ არის ვაკანტური, მას შემდეგ, რაც ჯონ სალივანის უფლებამოსილების ვადა ამოიწურა.

2014-2017 წლებში ტრეისი მოსკოვში ელჩის მოადგილე იყო. 2019 წლამდე, სანამ სომხეთში ელჩად დაინიშნებოდა, ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროში რუსეთის საკითხებში მთავარი მრჩეველი იყო. როგორც ამერიკის ხმა აღნიშნავს, ლინ ტრეისი რუსულად საუბრობს და კარგად იცის რუსული პოლიტიკის რეალიები.


close დახურვა