logo
ENG



ბაიდენმა და მაკრონმა გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გამოყენებას მხარი დაუჭირეს

09 ივნ 202415:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/09/fo5gijumt3i6ncg.jpg

აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინისთვის გამოყენებას მხარი დაუჭირეს.

პრეზიდენტებმა ამის შესახებ გუშინ, 8 ივნისს პარიზში გამართულ მოლაპარაკებებზე ისაუბრეს, ხოლო ოფიციალური განცხადება თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ცნობილია, ფონდი დაახლოებით 280 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების გამოყენებით დაფინანსდება, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო გაიყინა.

"საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებს კვლავ გადაწყვეტილი აქვთ გააქარწყლონ ყოველგვარი მცდარი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ დრო რუსეთის მხარესაა. პრეზიდენტები იღებენ ვალდებულებას, მხარი დაუჭირონ EU-ისა და G7-ის ძალისხმევას, რათა გამოიყენონ მოგება რუსეთის იმობილიზებული სუვერენული აქტივებიდან უკრაინის საკეთილდღეოდ", - წერია განცხადებაში.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ფონდის შექმნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას 13-15 ივნისს დაგეგმილ G7-ის სამიტზე ელოდებიან.

 


close დახურვა