logo
ENG



ბაიდენმა კონგრესს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის $13 მილიარდის გამოყოფა სთხოვა - NYT

11 აგვ 202301:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/11/qnp7bvyghszozgi.jpg

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 13 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა New York Times ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გარდა ამისა ბაიდენმა მოითხოვა დამატებით 8 მილიარდი დოლარი წლის ბოლომდე უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

NYT ასევე წერს, რომ ჯამში ბაიდენმა კონგრესს დამატებით 24 მილიარდი დოლარი სთხოვა უკრაინისთვის და "რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებული სხვა ქვეყნებისთვის".

ეს პირველი შემთხვევაა, როცა წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების მიერ უმრავლესობის მოპოვების შემდეგ უკრაინისთვის სამხედრო დაფინანსების გაზრდაზეა საუბარი.

გამოცემის თქმით, ეს იქნება ტესტი "უკრაინისადმი აშშ-ის ფართომასშტაბიანი დახმარება შენარჩუნდება თუ არა".

აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთი წევრი გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინისთვის შემუშავებული თავდაცვის კუთხით დახმარების პაკეტი 2024 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე იქნება საკმარისი.

"ამ დაფინანსების არ დადასტურება იქნება გადამწყვეტი მომენტი აშშ-ისთვის ომის დაწყებიდან თითქმის 18 თვის შემდეგ. კონგრესმა სამჯერ, დიდი დაპირისპირების გარეშე მიიღო უკრაინის დაძმარების პაკეტები, მათგან ბოლო დეკემბერში. ეს შეარყევს ტრანსატლანტიკურ კოალიციას, რომელიც იარაღის მიწოდებისა და უკრაინის ჯარის წვრთნების მიზნით ბაიდენმა შექმნა." - ამბობს წყარო გამოცემასთან.


close დახურვა