ჯო ბაიდენმა ჯორჯიას შტატში (16 დელეგატი) დონალდ ტრამპს გადაასწრო. დათვლილია შტატის ხმების 99%. ბაიდენი 900 ხმით ლიდერობს, თუმცა სურათი შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს.
ამ დროის მონაცემებით, ბაიდენს 264 ელექტორალური ხმა აქვს, ტრამპს კი 214. გამარჯვებისთვის ბაიდენს ნევადის შტატის მოგებაც ჰყოფნიდა, თუმცა შტატში ამ დრომდე ხმების 84%-ია დათვლილი. ბაიდენი 11 000 ხმით ლიდერობს.
ჯორჯიას შტატში მოგების შემთხვევაში, ბაიდენი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული იქნება. გამარჯვებისთვის ორივე კანდიდატს 270 დელეგატის ხმა სჭირდება.
ტრამპს კი გამარჯვებისთვის ყველა დარჩენილ, ნევადის, ჩრდილოეთი კაროლინას, პენსილვანიის, ალასკის და ჯორჯიის შტატებში მოგება ჭირდება.
ტრმაპის გუნდში აცხადებენ, რომ იმ შტატებში, სადაც დემოკრატმა კანდიდატმა ხმათა მცირე უპირატესობის მოიგო, ხელახალ გადათვლას მოითხოვენ.
თავისთავად არჩევნების შედეგების დათვლა კი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა წინაღობებმა გააჭინაურა. აშშ-ის უამრავმა მოქალაქემ ხმა წინასწარ, ფოსტით მისცა, რაც თვლის პროცედურას მნიშვნელოვნად აფერხებს.
საბოლოოდ, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს გაიმართება.