logo
ENG



ბაიდენს არჩევნებში გასამარჯვებლად ნევადის შტატის მოგება სჭირდება, რომელშიც უკვე ლიდერობს

05 ნოე 202015:02
3 წუთის საკითხავი
 
ns54v3ggzkrh3zt.jpg

ჯო ბაიდენს მიჩიგანის და ვისკონსინის შტატებში მოგების შემდეგ 264 დელეგატის ხმა აქვს. ნევადის შტატის (4 ხმა) მოგების შემთხვევაში, დემოკრატი კანდიდატი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. 

დონალდ ტრამპს 214 დელეგატის ხმა აქვს. მას მარათონის მოსაგებად დარჩენილ 4-ვე შტატში, ნევადის, პენსილვანიის, ჯორჯიის და ჩრდილოეთი კაროლინის შტატებში გამარჯვება სჭირდება. ტრამპი ნევადის გარდა, ყველა შტატში ლიდერობს. ნევადაში ბაიდენს 8 000 ხმით მეტი აქვს მიღებული, რაც 0,6%-იანი უპირატესობაა. თუმცა მერყევ შტატში (swing state) ხმების მხოლოდ 75%  არის დათვლილი, შესაბამისად, მაღალია იმის ალბათობა, რომ საბოლოო სურათი რადიკალურად შეიცვალოს.

არსებული რისკების მიუხედავად გუშინ ბაიდენმა ამერიკელ ხალხს განუცხადა, რომ იგი, დიდი ალბათობით, ამერიკის პრეზიდენტი გახდებოდა. მისი თქმით, დემოკრატების გუნდი ყურადღებით აკვირდება ხმის დათვლის პროცესს და მათივე ვარაუდით, სწორედ ბაიდენი გახდება აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი. 

საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად თითო კანდიდატს 270 საარჩევნო დელეგატის ხმა სჭირდება.

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ჯო ბაიდენი 78 წლის ასაკში, ყველზე მხცოვანი ამერიკის პრეზიდენტი იქნება ქვეყნის ისტორიაში. კამალა ჰარისი კი, ქვეყნის პირველი ქალი ვიცეპრეზიდენტი. ასევე ამერიკელი ხალხი, 28 წლის შემდეგ პირველად, პირველი ვადის ამოწურვის შემდეგ გადაირჩევს ქვეყნის პრეზიდენტს.


close დახურვა