logo
ENG



ბაიერნი გერმანიის თასის გამარჯვებულია

05 ივლ 202011:45
3 წუთის საკითხავი
 

მიუნხენის "ბაიერნი" 2019-20 წლების სეზონის გერმანიის თასის გამარჯვებულია. მიუნხენელებმა ფინალში "ლევერკუზენი" 2:4 დაამარცხეს და გერმანიის თასის გამარჯვებულები ისტორიაში მე-20-ედ გახდნენ.

მთელი მატჩი მიუნხენელთა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი გოლი მატჩის მე-16 წუთზე დავიდ ალაბამ გაიტანა, 24-ე წუთზე კი გნაბრიმ უპირატესობა ორამდე გაზარდა. 59-ე წუთზე ლევანდოვსკიმ მატჩში თავისი გოლი გაიტანა და ანგარიში 0:3 გახადა. ბენდერმა 64-ე წუთზე გოლი გაქვითა და სხვაობა ორამდე შეამცირა. საბოლოოდ, მატჩის მიწურულს კი გულშემატკივარმა 2 გოლი იხილა. 89-ე წუთზე ლევანდოვსკიმ მეოთხე გოლი გაიტანა, ხოლო მატჩის ბოლოს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კაი ჰავერცმა ტაბლოზე საბოლოო ანგარიში, 2:4 დააფიქსირა.


close დახურვა