მარნეულელმა აქტივისტმა, სამირა ბაირამოვამ ალტ-ინფოს ოფისს კარებსა და ფარნჯრებზე ანტირუსული წარწერები გამოაკრა, ასევე განათავსა საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ფოტო, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა 2008 წელს სასტიკად აწამეს და მოკლეს.
პროპუტინური და ძალადობრივი პარტიის ოფისის კარებზე ასევე გამოკრულია წარწერები - "გვახსოვდეს აგვისტოს ომი", "რუსეთი ოკუპანტია" და აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოები.
"ერთმორწმუნე მამა რუსეთის და ჯვრის ქვეშ განხორციელებული ქმედებები". - ამბობს სამირა ბაირამოვა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მარნეულელი აქტივისტი პროპუტინური ჯგუფის ოფისის გახსნას აპროტესტებს.
14 მარტს მან ალტ-ინფოს ოფისის გარე ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა, რასაც პასუხად ენმ-ის ოფისის ფასადზე წითელი საღებავების მისხმა მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ ბაირამოვა პარტიის წევრი არ არის.
ამასთან, ძალადობრივი პარტიის წარმომადგენლები ბაირამოვას "თავის მოჭრით" დაემუქრნენ.