logo
ENG



ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცის სამძებრო სამუშაოები კვლავ შეწყდა

29 მარ 202420:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/29/tpk3ax0y9cr61qs.jpg

ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცის სამძებრო სამუშაოები ნისლისა და ზვავსაშიშროების გამო კვლავ შეწყდა.

ციხისჯვრის მიმდებარე მთებში, მთელი დღის განმავლობაში მაშველები და ათობით ადგილობრივი 48 წლის კაცს ნიჩბებით და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით ეძებდა.

სამუშაოებს ართულებს მიუვალი ადგილი და თოვლის დიდი მასა, რის გამოც ტერიტორიაზე ტექნიკა ვერ მუშაობს. ძებნა-შველის ოპერაციაში დღეს კინოლოგებიც ჩაერთნენ.

ზვავი ბაკურიანში გუშინ დილით ჩამოწვა, როცა მთაში სასრიალოდ 5 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთის - 48 წლის კაცის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობდა.

გუშინ დილით, ბაკურიანში ჩამოწოლილმა ზვავმა 48 წლის კაცი მოიყოლა.


close დახურვა