ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების ინფორმაციით, ბაკურიანში საოჯახო სასტუმროების მფლობელებს სტუმრების მიღება აუკრძალეს. მათ ასევე შეატყობინეს, რომ დააჯარიმებენ, თუ სტუმრები დღეს, 17 იანვრის ბოლომდე დაქირავებულ ბინებს არ დაცლიან.
„ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, ვატო ასათაშვილმა ფორმულას უთხრა, რომ შეტყობინებები გუშინ, 16 იანვრის საღამოს დაიგზავნა.
"ბოლო დღეების განმავლობაში, როცა ცოტა თოვლი წამოვიდა და ხალხი ამოვიდა ბაკურიანში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, შევარდნაძისდროინდელი მეთოდებით დაიწყონ შანტაჟი. ადგილობრივი ბინების მესაკუთრეებს და კომპანიებს, რომლებიც აპარტამენტებს აქირავებენ, დაეგზავნათ გაფრთხილება, რომ თუ ისინი დამსვენებლებს სასწრაფო რეჟიმში არ დააცლევინებენ ბინებს, დაიწყებენ დაჯარიმებას". - თქვა ასათაშვილმა.
ბაკურიანში შესაძლოა დაიხუროს პარკები. აკრძალულია სათხილამურო ტრასების გამოყენება.