ბანგკოკის სავაჭრო ცენტრში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა. უბედური შემთხვევის შედეგად დაჭრილია ერთი ადამიანი. ინციდენტი მოლში მდებარე ესთეტიკის ცენტრში დღის საათებში მოხდა. თავდასხმის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.
დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ დააკავა. მსგავსი ინციდენტი მოხდა ტაილანდშიც ორი კვირის წინ. მაშინ სამხედრო მოსამსახურემ სავაჭრო ცენტრში ათობით ადამიანი მოკლა. ცნობილია, რომ ტაილანდში ცეცხლსასროლი იარაღით მომხდარი უბედური შემთხვევების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.