მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელმოწერების შეგროვების განახლებას აპირებს. ის კიდევ ერთხელ ითხოვს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მისი შვილის მკვლელობის გამოსაძიებლად, დროებითი კომისია შეიქმნას. მაჩალიკაშვილის აპირებს მიმართოს ქალაქის მერიასაც.
მაჩალიკაშვილების ოჯახი ხვალ მიმართავს მერიას, რათა მათ პარლამენტის წინ დადგან კარავი და შეაგროვონ ხელმოწერები. მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება მერიის პასუხი.
„მე ვითხოვ ხელმოწერების შესაგროვებლად დავდგა ბანერს, უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რათა ამ სიბინძურეს მოეღოს ბოლო. უფლებას მომცემენ, თუ არ მომცემენ, კანონის საწინააღმდეგოს არაფერს ვაკეთებ და კარავს მაინც დავდგამ. ესენი ყველაფერს აკეთებენ ჩემს გასაშავებლად, რადგან იციან, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს აქვს დიდი მხარდაჭერა“, - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.