logo
ENG



ბარ ჯაფარასთან მობილიზებულ სამართალდამცველებს ტორტი მიუტანეს

15 თებ 202123:04
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/15/y6pgojew41wm3t0.png

პარტიის გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის წევრი ნიკა მოსიაშვილი ბარ ჯაფარასთან მივიდა, რომელიც რეგულაციების დარღვევის გამო შსს-მ დალუქა და ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს ტორტი მიუტანა.

"დღეს პატივცემულებთან მოვედი ხილის ტორტით, იმიტომ, რომ ბარში რომელიც დაგვილუქეს და ჩაგვიკეტეს, გვქონდა ტორტი, მოსული ვიყავი, ძალიან მინდოდა და არ შემიშვეს, მოგვიანებით ვჭამოთო მითხრეს. იქნებ, ასე მაინც მოვთაფლო ეს ხალხი. ვეპატიჟებით ყველას", - განაცხადა მოსიაშვილმა.

კითხვაზე, არღვევს თუ არა კომენდანტის საათს, მან აღნიშნა, რომ მისთვის კომენდანტი "აღარ არსებობს".

"ვარღვევ ხოლმე კომენდანტს, ვფიქრობ, აღარ არსებობს ჩემთვის. ერთხელ დავარღვიე და 2 000-ლარიანი ჯარიმა დამიწერეს, მერე გავაპროტესტე და დავარღვიე დემონსტრაციულად პარლამენტის წინ და იქ რეაგირება არ მოუხდენიათ. ახლა ტორი მოვიტანე და უკვე სისხლის სამართლის საქმეა, მაგრამ ტორტის გამო ხომ არ დამიჭერენ, სირცხვილია", - აღნიშნა ნიკა მოსიაშვილმა.

ბარი - ჯაფარასთან 13 თებერვალს, დაუმორჩილებლობის ნიშნად გაიხსნა. გახსნიდან რამდენიმე საათში ადგილზე შრომის ინსპექცია და პატრული მივიდა. ჯაფარიძე 2 000 ლარით დააჯარიმეს, თუმცა მას შემდეგ, რაც მან 14 თებერვალს ბარი ისევ გახსნა, შსს-მ ობიექტი დალუქა.

ზურაბ ჯაფარიძე დღეს ბარში ლუქის მოსახსნელად მივიდა, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ამის უფლება არ მისცეს. პოლიცია ამ დრომდე ბართან არის მობილიზებული.


close დახურვა