ბარაკ ობამამ დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის მომავავალ კანდიდატს, ჯო ბაიდენს მხარდაჭერა ოფიციალურად გამოუცხადა. შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, სპეციალურ მიმართვაში განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნა მის ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო
.,,მას აქვს გამოცდილება და საჭირო ხასიათი, იმისთვის რომ რთულ დროში წინ გაგვიძღვეს''-განაცხადა ბარაკ ობამამ.
რამდენიმე დღით ადრე ბაიდენის კანდიდატურას მხარდაჭერა გამოუცხადა მისმა მთავარმა კონკურენტმა, ბერნი სანდერსმაც. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება შეერთებულ შტატებში 2020 წლის ნოემბერში იგეგმება.