logo
ENG



ბარამიძე: მედვედევის განცხადება რუსეთის სისხლიანი პირის ჩამორეცხვის უსუსური მცდელობაა

08 აგვ 202016:43
3 წუთის საკითხავი
 

"დიმიტრი მედვედევის განცხადება არის რუსეთის სისხლიანი პირის ჩამორეცხვის უსუსური და მოღალატეობრივი მცდელობა", - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა გია ბარამიძემ განაცხადა. 

ბარამიძის განცხადებით, 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ თავისი მოვალეობა შეასრულა და აგრესიულ მტერს ცეცხლი გაუხსნა. მისივე თქმით, საქართველოს რომ რუსეთის აგრესიაზე რეაგირება არ მოეხდინა, დიდი ლიახვის სოფლებში უამრავი ადამიანი მოკლული და გაუპატიურებული იქნებოდა. 

"სამწუხაროდ ჩვენ გვყავს ის ხელისუფლება, რომელიც ერთი-ერთში ლაპარაკობს იმას, რაზეც დღეს რუსეთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ისაუბრა, რომელმაც განახორციელა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. ომი დაიწყო ჯერ კიდევ 2 აგვისტოს, დაბომბვებით და კიბერშეტევით, რომელიც დღეს ნატოს მიერ აღიარებულია, როგორც ომის ფორმა, რასაც მოჰყვა კონვენციური ომის ფორმა ტანკებით და ათასობით სამხედროთი. ოღონდ 7 აგვისტოს ღამე ეს ხორციელდებოდა ამოუცნობი სამხედრო ნიშნებიანი ე.წ. მწვანე კაცუნების მეშვეობით რუსეთის ფედერაციის ჯარის მიერ.

საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულა წმინდათაწმინდა მოვალეობა, რეაგირება მოვახდინეთ უკვე შემოსული აგრესიული მტრის წინააღმდეგ, ბუნებრივია აგრესორს დავუხვდით და გავუხსენით ცეცხლი. რუსეთს ორი ვარიანტი ჰქონდა ან ლოკალურად დაამთავრებდა ამ საკითხს, ან როგორც მათ უკვე დაგეგმილი ჰქონდათ სრულმასშტაბიანად ჩაერთვებოდნენ, რაც განხორციელდა და საუბარი დღეს, თუნდაც მინიშნებით, ან ირიბად, რომ ჩვენ შეიძლებოდა ეს თავიდან აგვეცილებინა, მაშინ, როდესაც რუსეთს ეს უკვე კარგად დაგეგმილი და გათვლილი ჰქონდა წლების წინ, არის პირდაპირ პუტინის რუსეთის და მედვედევის რუსეთის სისხლიანი პირის ჩამორეცხვის უსუსური მოღალატეობრივი მცდელობა. სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც სწორედ ამით არის დაკავებული", - განაცხადა გია ბარამიძემ. 

ცნობისთვის, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა "ნაძირლების ქმედებებს უპასუხა". 


close დახურვა