logo
ENG



ბარბის სახლი ქირავდება

18 ოქტ 201917:28
3 წუთის საკითხავი
 
pfs5rf7z0yi5wfw.jpg

მალიბუში ბარბის ვილა ქირავდება. ბავშვების საყვარელი თოჯინის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ეგრეთ წოდებულ "დრიმჰაუსში" ცხოვრების საშუალებას კომპანია "ეარ-ბი-ენ-ბი" აძლევს. მსურველებს ღამის გატარება 60 დოლარი დაუჯდებათ. კლიენტების რაოდენობა შეზღუდულია. ბარბის ვილას აქვს აუზი, კინოდარბაზი და სტუდია - ფოტოების გადასაღებად. სტუმრებს კი საშუალება ექნებათ ბარბის ფოტოებთან ერთად მისი კოსტუმების კოლექციაც დაათვალიერონ.

 


close დახურვა