logo
ENG



ბარი ჯაფარასთან შეზღუდვებს არ ემორჩილება და ისევ გაიხსნა

14 თებ 202120:31
3 წუთის საკითხავი
 
ბარი ჯაფარასთან შეზღუდვებს არ ემორჩილება და ისევ გაიხსნა
ფოტო: ვახო ქარელი

ბარი ჯაფარასთან 19:00 საათზე დღეს, ისევ გაიხსნა. გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის ლიდერის ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ბარი ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას, სანამ არ დააპატიმრებენ.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ ეს ბარი არ დაემორჩილება არც ერთ შეზღუდვას, სანამ ყველა მათგანი არ მოიხსნება. ის არ გამორიცხავს, რომ ბარში შრომის ინსპექცია და სამართალდამცველები დღესაც მივიდნენ. 

დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მას სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. იმისათვის რომ დააპატიმრონ, პროკურატურამ უნდა მიმართოს პარლამენტს სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტასთან დაკავშირებით. თუ საკანონმდებლო ორგანო პროკურატურის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, პოლიტიკოსს დეპუტატის იმუნიტეტი ვეღარ დაიცავს.  

ცნობისთვის, ბარი - ჯაფარასთან გუშინ დაუმორჩილებლობის ნიშნად გაიხსნა და მისი პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენაა მიმართული.   

ბარის გახსნიდან რამდენიმე საათში ადგილზე შრომის ინსპექცია და პატრულიც იყო მისული. მათ ზურაბ ჯაფარიძეს 2 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს

 


close დახურვა