ემიგრანტები კონსტიტუციის გარანტირებულ საარჩევნო უფლებას ითხოვენ. ხელისუფლება საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ყველანაირად უშლის ხელს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ქართული ოცნების პოზიცია გარკვეულია - უცხოეთში დამატებითი უბნები არ გაიხსნება. მმართველმა პარტიამ გასულ არჩევნებზე დაყრდნობითაც კარგად იცის, რომ საზღვარგარეთიდან მისთვის სასურველ შედეგს არ უნდა ელოდოს, ამიტომ ცდილობს, რომ ემიგრანტები ვერ მივიდნენ ხმის მისაცემად. მობილიზაციისა და მაღალი აქტივობის შემთხვევაში ემიგრანტების ხმებს სერიოზული გავლენა ექნება არჩევნების შედეგზე. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ახლა სწორედ იმითაა დაკავებული, რომ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი, რომ არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ.
ბარიერები არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობისთვის
26 ივლ 202420:14
3 წუთის საკითხავი