logo
ENG



ბარნაბიშვილი გურიაზე: არის ლოკაციები, სადაც გზა არ არსებობს, ხდება მოსახლეობის გადმოყვანა

09 სექ 202312:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/09/ofhjfwxt3n0w8eh.png

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი ამბობს, რომ გურიის რეგიონის გარკვეულ ნაწილებში მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება. მისი თქმით, არის ადგილები, სადაც გზა საერთოდ არ არსებობს.

"მოსახლეობის ნაწილი უარს აცხადებდა თავისი საცხოვრებლების დატოვებაზე, თუმცა მოხდა მათი დათანხმება, უმეტესი ნაწილის - გრძელდება მათი გამოყვანა, ახლაც მიმდინარეობს ღონისძიებები. არის ლოკაციები, სადაც გზა არ არსებობს, ხდება მათი გადმოყვანა მაშველების მიერ ნავებით, სხვადასხვა სპეციალური საშუალებით", - განაცხადა მან.

უამინდობის გამო, გუშინ პრობლემები შეიქმნა გურიის რეგიონში - ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ადიდდა მდინარეების კალაპოტები, ჩამოწვა და დაზიანდა სოფლებთან დამაკავშირებელი გზები - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტიქიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


close დახურვა