გამარჯვებით დაიწყო ლა ლიგის ახალი სეზონი კატალონიის ბარსელონამ. რონალდ კუმანის მომზადებულმა გუნდმა საკუთარ მოედანზე ვილიარეალს უმასპინძლა და მეტოქე 4-0 გაანადგურა.
მატჩის საუკეთესო მონაწილე, ანსუ ფატი იყო, რომელმაც 4-წუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა, 35-ე წუთზე კი მისი წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი დარტყმა ლეო მესიმ გამოიყენა. მასპინძლებმა მეოთხე ბურთიც პირველ ნახევარში გაიტანეს.
ბარსელონამ სეზონში პირველი 3 ქულა აიღო და მომდევნო შეხვედრას პირველ ოქტომბერს, სელტას წინააღმდეგ ჩაატარებს.
ბარსელონამ სეზონში პირველი 3 ქულა აიღო
28 სექ 202013:06
3 წუთის საკითხავი