დაძაბული მდგომარეობის გამო საფეხბურთო გუნდებს შორის დაპირისპირება შესაძლოა სხვა დროისთვის დაიგეგმოს. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ კლუბებს სთხოვა, რომ მატჩი მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუზე გადაეტანათ, თუმცა ორივე კლუბმა ამაზე უარი განაცხადა.
ფედერაცია საბოლოო პასუხს დღეს გამოაცხადებს. ამ ეტაპზე საუბარია ორ თარიღზე: 4 და 18 დეკემბერზე. 26 ოქტომბერს ბარსელონაში დიდი დემონსტრაცია იგეგმება, კატალონიის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ადამიანთა გათავისუფლების გამო.