ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოზეპ-მარია ბარტომეუმ დაადასტურა, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰოლანდიელ რონალდ კუმანი დანიშნა.
"ჩვენ აქცენტს კუმანზე მისი გამოცდილების გამო ვაკეთებთ. ის ჩვენს "დრიმ თიმში" იყო და ბარსას ფილოსოფია მისი ფილოსოფიაცაა". განაცხადა ბარტომეუმ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალში ბაიერნთან 2:8 ანგარიშით მარცხის შემდეგ კლუბმა თანამდებობიდან კიკე სეტიენი გაანთავისუფლა და მის ადგილზე ნიდერლანდების ნაკრების თავკაცი რონალდ კუმანი მოიყვანა.