სამართალდამცველებსა და კატალონიელ სეპარატისტებს შორის შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა კამპ ნოუზე ბარსელონასა და რეალ მადრიდის საფეხბურთო მატჩი.
კატალონიის დამოუკიდებლობის ათასობით მომხრე სტადიონთან შეიკრიბა. მათ ბარიერების დარღვევა და სტადიონზე შეჭრა სცადეს.
დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ცარიელი ბოთლები დაუშინეს , ნაგვის ურნებს კი ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციამ მათ წინაარმდეგ ხელკეტები გამოიყენა. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.