logo
ENG



ბარსელონასკენ მასშტაბური მსვლელობა იწყება

16 ოქტ 201920:37
3 წუთის საკითხავი
 
0parnvpyjanylwb.png

ბარსელონასკენ კატალონიის 5 ქალაქიდან ათასობით დემონსტრანტი ერთდროულად დაიძრა. დამოუკიდებლობის მომხრეები ბარსელონაში ჩასვლას ორ დღეში გეგმავენ, სადაც კატალონიის ყოფილი ლიდერების გასამართლების წინააღმდეგ დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილ ლიდერებს  9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები არ წყდება.  


close დახურვა