მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა არეულობა ბარსელონაში. შუაღამისას დემონსტრანტებმა რამბლაზე ბარიკადების აგება დაიწყეს, თუმცა მათ დასაშლელად სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
დაპირისპირებისას აქციის მონაწილეებმა ბარიკადებს ცეცხლი წაუკიდეს. არეულობის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 152-მდე გაიზარდა.
გამოსვლები კატალონიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილ ლიდერებს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა შეუფარდა. დემონსტრანტები დაკავებულების გათავისუფლებას და კატალონიის დამოუკიდებლობას ითხოვენ.