ბარსელონა ისევ საპროტესტო აქციებმა მოიცვა. კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები მასშტაბურ დემონსტრაციაზე რეგიონის ლიდერის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, რადგან მას ესპანეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წელიწად-ნახევრით საჯარო თანამდებობების დაკავება აუკრძალა.
გადაწყვეტილება ცესკომ მას შემდეგ მიიღო, რაც კიმ ტორამ სამთავრობო შენობებიდან სეპარატისტული სიმბოლიკის ჩამოხსნაზე უარი თქვა. ადგილობრივ მთავრობაში განმარტეს, რომ კანონის თანახმად, კიმ ტორა კატალონიის პარლამენტში დეპუტატად ვეღარ იმუშავებს, მაგრამ რეგიონის ლიდერად დარჩება.