logo
ENG



ბასიანთან სროლისას დაზარალებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

12 იან 202011:30
3 წუთის საკითხავი
 
hli8x3ts2i47pqm.jpg

კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული სამი ადამიანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთ-ერთი დაზარალებული, რომელსაც ჭრილობა ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული, კლინიკიდან უკვე გაწერეს და მკურნალობას სახლში განაგრძობს. ორ დაზარალებულს ჩაუტარდა ოპერაცია და ამ ეტაპზე სტაციონარში იმყოფებიან ექიმების ზედამხედველობის ქვეშ.

„შემოვიდა სამი პაციენტი - ორი მამაკაცი და ერთი ქალბატონი. არენიშნებოდათ სხვადასხვა ჭრილობები. ორი პაციენტი რჩება სტაციონარში. ერთი პაციენტის მდგომაროება იყო დამაკმაყოფილებელი და გაიწერა კლინიკიდან. ამჟამად არიან დაკვირვების ქვეშ და გადიან მკურნალობის კურსს“, - ამბობს ექიმი სულხან სამხარაძე.

როგორც კლინიკაში „ფორმულას“ ზედაპირული დათვალიერების შემდეგ განუცხადეს, დაზარალებულებს, სავარაუდოდ, ორი სხვადასხვა იარაღით მიაყენეს ჭრილობა - საფანტი და ცეცხლსასროლი იარაღებით. თუმცა, ამ ვარაუდის ავთენტურობას ექსპერტიზა დაადგენს.

კლინიკის ტერიტორიაზე იმყოფებიან როგორც დაზარალებულთა ახლობლები, ისე კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი.

ბასიანთანსროლა დღეს, 12 იანვარს, გამთენიისას მოხდა


close დახურვა