logo
ENG



ბასილაია: გირაოს შეთავაზებით ოცნება ცდილობს სახის შენარჩუნებას საკუთარ ამომრჩეველთან

25 თებ 202118:53
3 წუთის საკითხავი
 
ბასილაია: გირაოს შეთავაზებით ოცნება ცდილობს სახის შენარჩუნებას საკუთარ ამომრჩეველთან
ვახო ქარელი/ფორმულა

ნიკა მელიას ადვოკატი, ბექა ბასილაია აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გირაოს გადახდას არ აპირებს. 

როგორც ბექა ბასილაიამ ტვ პირველის ეთერში თქვა, გირაოს დაკისრება არაკანონიერია და ამიტომაც, ნიკა მელია პრინციპულ უარს აცხადებს მის გადახდაზე.

„ნიკა მელიამ პრინციპულად განაცხადა, რომ გირაოს თანხას არ გადაიხდის, რადგან ეს არის არაკანონიერი მოთხოვნა. მას აქვს პრინციპული პოზიციები. სასამართლო განხილვების დროს დადასტურდა, რომ არანაირი საფუძველი პატიმრობის გამოყენების არ იყო. მოვისმინეთ, რომ მელია პატიმრობაში იმყოფება არა იმიტომ, რომ მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეა, არამედ იმიტომ, რომ მას არ აქვს გირაოს თანხა გადახდილი. გვესმის ის მძიმე მდგომარეობა, რაშიც ხელისუფლება იმყოფება - ისინი ცდილობენ, სახე შეინარჩუნონ მათივე ამომრჩევლებში", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

როგორც უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, პროკურატურა მზადაა, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს. 


close დახურვა