logo
ENG



ბასილაიას თქმით, სააკაშვილი მზადაა, ნარკოტესტირება ჩაიტაროს

06 ოქტ 202114:24
3 წუთის საკითხავი
 

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მზადაა, რომ ტელეკამერების თანდასწრებით ნარკოტესტი ჩააბაროს. ამასთან, ბასილაია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდებს.

"არ აყვეთ ღარიბაშვილის ამ ენაჭარტალა მონაჭორებს. ჩვენ გვაქვს ასეთი შეთავაზება. წლების განმავლობაში დაკავებამდე ჩვენ გვინახავს მიხეილ სააკაშვილი ველოსიპედზე, გვინახავს ცურვისას, გვინახავს თხილამურებზე, ის უაღრესად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა, დარბოდა ვარჯიშობდა და ა.შ. აი, ჩვენ მზად ვართ ტელეკამერების თანდასწრებით, არა ვენაში, არა სამხარაულის კლინიკაში, ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერი ნარკოტესტი, დაწყებული მსუბუქი ნარკოტიკიდან, დამთავრებული ქიმიური ნარკოტიკებით. ამავდროულად, ღარიბაშვილთან გვექნება "ჩელენჯი" მან კანცელარიაში, მისთვის მისაღები მედიების თანდასწრებით თუნდაც ჩააბაროს ტესტი", - თქვა ბასილაიამ რუსთავი პენიტენციურ დაწესებულებასთან.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც მისი საქართველოში დაბრუნების ვერსიებს განიხილავს. ამავე წერილში, ღარიბაშვილი ყოფილი პრეზიდენტის ნარკოდამოკიდებულებაზე საუბრობს. 


close დახურვა