ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც დღეს ბრალი დაუმძიმდა, ხვალ ცინცინატში ითამაშებს.
ხვალიდან სტარტს ცინცინატის მასტერსი აიღებს, რომელშიც არაერთი ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას. მათ რიგებშია ნიკოლოზ ბასილაშვილიც.
ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცინცინატის მასტერსზე – ფელიქს ოჟე-ალიასიმი იქნება. ნიკოლოზ ბასილაშვილი ბადის უკიდურეს ზედა ნაწილში მოხვდა, რაც ნიშნავს, რომ 2 წარმატებული შეხვედრის ჩატარების შემთხვევაში, მას 1/4 ფინალში, დიდი ალბათობით, ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს წარდგენილი ბრალი დღეს დაუმძიმდა. სპორტსმენის საქმეზე სასამართლო სხდომა 20 ოქტომბერს დაინიშნა.