logo
ENG



ბასილაშვილი სააპელაციომაც გაამართლა

11 ივლ 202313:37
3 წუთის საკითხავი
 
ბასილაშვილი სააპელაციომაც გაამართლა
ვახო ქარელი/ფორმულა

ყოფილ ცოლზე, ნელი დოროყაშვილზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში დადანაშაულებული ნიკოლოზ ბასილაშვილი სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა. მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

2022 წლის 22 მაისს ყოფილ ცოლზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით პოლიციამ ბასილაშვილი დააკავა, 24 მაისს კი სასამართლომ ის 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბასილაშვილი 21 ოქტომბერს ოჯახში ძალადობის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. ის ხუთივე ეპიზოდში გამართლდა. 


close დახურვა