ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, დამცირება, ცემა, ოჯახის შეურაცხყოფა- ტიტულოვანი ჩოგბურთელის ყოფილი ცოლი მოსამართლეს 8-წლიანი თანაცხოვრების ეპიზოდებს უყვება. ნელი დოროყაშვილის ბრალდებებს პროკურატურამ ვიდეო დაურთო, რომელშიც გამოძიების ვერსიით, ჩანს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ცოლს ჩოგნებით სავსე ჩანთა ესროლა. ხმაურიანი სამართლებრივი დავა ორი წელია გრძელდება. ძალადობდა თუ არა ცოლზე ქვეყნის პირველი ჩოგანი? - მსჯელობას სასამართლო ხვალ გააგრძელებს. პროცესს სავარაუდოდ ხვალაც ონლაინ ჩაერთვება ჩოგბურთელი, რომელიც ყოფილი ცოლის ბრალდებებს გამოგონილს უწოდებს.
ბასილაშვილის საქმე- ნეკა დოროყაშვილის ჩვენება პროცესზე
16 აგვ 202220:00
3 წუთის საკითხავი