logo
ENG



ბასკონიამ „ევროლიგის“ გათამაშება გამარჯვებით დაიწყო

05 ოქტ 201917:09
3 წუთის საკითხავი
 
uiq5xhucs2tb650.jpeg

„ევროლიგის“ გათამაშება საქართველოს ნაკრების კალათბურთელების, თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის „ბასკონიამ“ გამარჯვებით დაიწყო. ესპანური კლუბი ლიტვაში კაუნასის „ჟალგირისს“ ესტუმრა და 28-ქულიანი სხვაობით დაამარცხა.

შენგელიამ 31 წუთი ითამაშა. ამ დროის განმავლობაში საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 13 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ მოთამაშეს, მეტ ჯენინგს, მან 19 წუთში 10 ქულას მოუყარა თავი.

მომდევნო შეხვედრას „ბასკონია“ ასევე სტუმრად გამართავს. ესპანური კლუბი 11 ოქტომბერს მოსკოვში „ხიმკის“ დაუპირისპირდება.


close დახურვა