ბაუჰაუსის ორი თანამშრომლის გაუჩინარებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით იძიებს. ინფორმაცია ფორმულას შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკარგულების შესახებ ინფორმაცია, 15 აგვისტოს საღამოს 21:00 საათზე შევიდა. გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.
ორი თანამშრომლის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ბაუჰაუსის ბარმა Facebook-ზე გაავრცელა. როგორც Facebook პოსტში წერია, გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი გუშინ ღამის 5 საათზე გავიდნენ ბარიდან, თუმცა მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.