logo
ENG



ბაქრაძე: მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ სახელფასო კომპენსაციის დაწესებაა

12 აპრ 202022:57
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ პარტიის მიერ შემუშავებულ გეგმაზე ისაუბრა, რომელიც მათ ხელისუფლებას სთავაზობენ.  

როგორც ბაქრაძემ განაცხადა, „ევროპულ საქართველოს“ ხელისუფლების მიმართ ამ მხრივ აქვს შეთავაზება, რომელიც სახელფასო კომპენსაციებს, სოციალურ დახმარებას, გადასახადების განულებასა და საპენსიო ფონდის გახსნას ითვალისწინებს.

„პირველი მთავარი მოთხოვნა მთავრობის მიმართ არის, დაწესდეს სახელფასო კომპენსაცია, იმ ადამიანებისთვის, ვინც დარჩა უმუშევარი. ჩვენ გვაქვს სპეციალურად დათვლილი პაკეტი, რა ჯდება რომ ამ ადამიანებს ხელფასის 50%-ის კომპენსაცია გასცეს მთავრობამ. მეორე არის ადამიანების ძალიან ფართო ფენა, რომელსაც ოფიციალური სამსახური არ ჰქონდა, მაგრამ ყოველდღიური შემოსვლით ირჩენდა თავს. მათ აუცილებლად უნდა მისცე მინიმუმ ერთჯერადი სოციალური დახმარება, რომ რაღაც ელემენტარული თანხა გაუჩნდეთ ოჯახის სარჩენად. იმის გამო რომ ძალიან გვიჭირს თანხა და მთელი ეს თანხები უნდა დაიზოგოს ბიუჯეტიდან, მაშინ როცა ბიუჯეტში ხარჯი უნდა შემცირდეს, ჩვენ გვჭირდება დამატებითი თანხები. ერთ-ერთი გზა დამატებითი თანხებისთვის ეს არის საპენსიო ფონდში არსებული თანხების გაცემა ადამიანებისთვის. ადამიანებისთვის ეს არის ასეულობით ლარი თითოეულ ოჯახზე. ბოლო ეს არის გადასახადების შემცირება და წელს გადასახადების განულება. თუ ბიზნესს ეცოდინება, რომ გადასახადი არ უნდა გადაიხადოს და ეს ფული ეზოგება ბიზნესი აღარ გაუშვებს თანამშრომელს სახლში, იმიტომ რომ გადასახადიდან დაზოგილი ფულით შეინახავს თანამშრომელს. ამიტომ ეს ბიზნესის დახმარება და გადასახადის განულება უკავშირდება პირდაპირ უმუშევრობას და ადამიანების დაცვას. აი ამ მასშტაბის პაკეტია საჭირო “,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.


close დახურვა