logo
ENG



ბაქრაძე: რაც უფრო გვიან გაიგებს ხელისუფლება ამ ხმას, მით უფრო უარესი მისთვის

25 ნოე 201918:52
3 წუთის საკითხავი
 
ffmdgw7667jtqhw.jpg

რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა დაიწყო. აქციის მონაწილეები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვენ. როგორც „ფორმულას“ მსვლელობისას “ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა, ხალხი ქუჩაში მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ტყუილმა გამოიყვანა.

„რაც უფრო გვიან გაიგებს ხელისუფლება ამ პროტესტს, მით უფრო უარესი მისთვის. ის რაც დღეს ხდება არის ხელისუფლების ტყუილის ბრალი. ადამიანები ქუჩაში ივანიშვილის ტყუილმა გამოიყვანა. ამიტომ, რაც უფრო გვიან გაიგებს ხელისუფლება ამ ხმას, მით უფრო უარესი მისთვის“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მსვლელობის მიმდინარეობისას „ფორმულა“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხატია დეკანოიძესაც გაესაუბრა. დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს დემოკრატიული მომავალი საფრთხის ქვეშაა.

„ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი საფრთხის ქვეშაა. ამიტომ არ დავიშლებით და ბიძინა ივანიშვილის მონა-მორჩილ უმრავლესობას არ მივცემთ ქვეყნის განვითარებისთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღების საშუალებას“, - განაცხადა დეკანოიძემ. 


close დახურვა